დამცავი აღჭურვილობა #1 » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ყაზბეგი

                              

მაღაზია  
   
 
 
|
მთავარი ქალაქური კრივი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი თამაშობები უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი გამოკითხვა კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:
GE 41 BG 0000000 187872000 GEL
საათი
ვალუტის კურსი
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ამინდის პროგრნოზი
 
პარტნიორები
 
 
აღჭურვილობა : დამცავი აღჭურვილობა #1
ავტორი: zurab shaverdashvili 12 აგვისტო 2010 ნახვა: 924

დამცავი აღჭურვილობა

საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, ბრძოლისას ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის დამცავი საშუალებები: ჯაჭვის პერანგი, მუზარადი, ჩაჩქანი, საფუხარი, ხელნავი, საბარკლული, საწვივე. სულხან–საბას მიხედვით „აბჯარი – ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამად ჯაჭვთა“.

საქართველოში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჯაჭვის პერანგი, რომლის ხარისხზე ნაწილობრივ დამოკიდებული იყო მეომრის სიცოცხლე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა სხვადასხვა სახის ჯაჭვის პერანგი, რომელნიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულით. სულხან–საბას მიხედვით ჯაჭვის პერანგის ხუთი სახეობა ყოფილა საქართველოში გავრცელებული „ჯავშანი – არს აბჯარი რკინისა ტანსაცვამი ჯაჭვი, ხოლო ამა ჯავშანთა გვარნი არიან ხუთ: სამანქანი, ზეიადლი, ხოსროანი, ქირიფქა და ჯაბალა.“ ეს ხუთი სახეობა ერთმანეთისგან სხვასხვა ნიშნებით განსხვავდებოდა: ფარეშოვანი და უფარეშო, ნიკარტოვანი, გადაგრეხით ძნელად გადასატეხი, მრგვალ და ბრტყელ თვალიანი, ბასრთვალიანი და ა.შ. იქვე სულხან–საბას მოცემული აქვს თუ როგორი უნდა იყოს კარგი ხარისხის ჯაჭვის პერანგი: „გრძელი და ფართო, ჯაჭვის თვალი რაზმად და რაზმად დაწყობილი იყოს, ფარეშ–შვენიერი და ძნელად გასახსნელი, ნოტიოობაში ძნელად დაგესლდეს, ყრილი არა ჰქონდეს, კალთიდამ შედევნებით უსხო და უსხოსი იყოს, მკერდთა, ბეჭთა და ღლიათა უზრქელესი და მიყრილი იყოს“. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ქართველებს ჯაჭვის პერანგის გარეთაც სამოსი სცმიათ და რომელსაც იალმაგი (სულხან–საბა: იალმაგი – ესე სამოსელი საომარი გარეგან საცვამი) ქვია.

ჯაჭვის პერანგის უპირატესობა სხვა დამცავ აღჭურვილობასთან იყო ის რომ, იგი ბევრად უფრო მოქნილი და მსუბუქი იყო ვიდრე მთლიანი რკინის ფირფიტებისაგან შემდგარი აბჯარი, როგორიც იყო მაგალითად – „თორნი – არს მთელი რკინა პოლოტიკი (რკინის ფიცარი) ტანს ჩასაცმელი“.
დამცავი აღჭურვილობა #1

 
თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

სხვა სიახლეები თემაზე:

  • დამცავი აღჭურვილობა #3
  • დამცავი აღჭურვილობა#2
  • სამცხე-ჯავახეთი (პირველი ნა ...
  • არჩილ ჯორჯაძე – Archil Jorjadze (1872-1913)
  • მსოფლიოს მიერ აღიარებული "დ ...


    • 85
     (ხმები: 7)
    კომეტარები (6)   დაბეჭვდა
     
    6 ავტორი: Lagho -
    25 დეკემბერი 2010 09:58 ICQ: --




    ჯგუფი: Pekhosani
    რეგისტრაცია: 25.12.2010
    Laliashvili,

    http://www.gotscha.nl/ge-abjari.htm

    სიახლეები: 0 კომენტარები: 2    
     
    5 ავტორი: zurab shaverdashvili -
    14 აგვისტო 2010 15:18 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    კი, მართალი ხარ. ეს აღჭურვილობა ახალი გაკეთებულია და არ არის გათვლილი საბრძოლველად, მაგრამ მაგარი ნაკეთობაა.

    სიახლეები: 14 კომენტარები: 126    
     
    4 ავტორი: Laliashvili -
    14 აგვისტო 2010 00:39 ICQ: --




    ჯგუფი: Ckhenosani
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    ზემოთ მოცემულ სურათზე რა სამკლაურებიჩ არის ნაჩვენები არამგონია რელურად ხმარებაში გამოდგომოდათ ხევსურებს დიზაინს ვგულისხმობ ვისაც შეხება აქვს ხმლებთან და ხმლებით ბრძოლასთან მიხვდება რომ ამგვარ სამკლაურში ხელის გაშლა შეუძლებელია


    ---------- მდ ----------
    სამშობლოსათვის!

    სიახლეები: 7 კომენტარები: 30    
     
    3 ავტორი: zurab shaverdashvili -
    12 აგვისტო 2010 22:55 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    ციტატა: nikoloz
    თორღვას ჯაჭვის პერანგი ჰქონია, რომელიც იქ იკუმშებოდა სადაც ბრძოლის დროს ტყვია ან ისარი უნდა მოხვედროდა..


    ლეგენდა არის, მაგრამ ვისაც შეხება აქვს ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან – მიხვდება რომ ლეგენდის ზემოთ ხსენებული ფრაგმენტი გარკვეულწილად სინამდვილეს შეესაბამება. yes chxubi

    სიახლეები: 14 კომენტარები: 126    
     
    2 ავტორი: nikoloz -
    12 აგვისტო 2010 20:33 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 2.06.2010
    ლეგენდა თორღვას ჯაჭვის პერანგზე
    თორღვას ხსენებისას თვალწინ წარმოგვიდგება მუცოში, ფრიალო კლდეზე განცალკევებით მდგარი თორღვას ციხე, რომლამდეც მისასვლელი ბილიკიც არ არსებობს. ამბობენ, თორღვას იმხელა ლაშქარი ყავდარომ ციხის ასაღებად ქვები ანატორიიდან მუცომდე (დაახლოებიტ 7–8 კმ.) ხელიდან ხელში გადაცემით მიუტანიათ. ეს ციხე კიდევ იმითაც არის განსაკუთრებული რომ ის ერთადერთი ქონგურებიანი კოშკია პირიქითა ხევსურეთში.
    თორღვას ჯაჭვის პერანგი ჰქონია, რომელიც იქ იკუმშებოდა სადაც ბრძოლის დროს ტყვია ან ისარი უნდა მოხვედროდა.. ამ პერანგს ქაჯეთში შვიდ წელიწადს ქსოვდნენ თორღვასთვის და იგი მისთვის ძმობილ ქაჯს უჩუქებია. ბრძოლის შემდეგ ჯაჭვის კალთებს რომ ჩამოიბერტყავდა, ერთი ფუთი ტყვია ცვიოდა ხოლმე. პერანგს რომ გაიხდიდა პალოზე აბამდა და შვიდპირ გუშაგს უდგამდა, რომ არ გაქცეოდა. ერთხელაც თუშეთში ბანაობა მონდომებია (დღემდეა თუშეთში ,,თორღვას აბანო”), ჯაჭვი გაიხადა, მაგრამ არც დააბა, არც ყარაული მიუჩინა. ჯაჭვი გაცურებულა და ყინულის ნაპრალში გაუჩინარებულა:
    ,,ჯაჭვი რა უყავ თორღვაო,
    ძმობილის ნაჩუქარია,
    იელოვანზე გავწირე
    გაქანდა როგორც წყალია,
    გაუდეგ ვერ დავეწიე
    ყორანს ეფარა მხარია”.

    სიახლეები: 22 კომენტარები: 44    
     
    1 ავტორი: zurab shaverdashvili -
    12 აგვისტო 2010 13:29 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" მიერ მიმდინარეობს ჯაჭვის პერანგის დამზადების ტექნიკის ძიება/შესწავლა. სულ ცოტა ხანში წარმოგიდგენთ პირველ ნიმუშებს. farikaoba sad tabari

    ჯაჭვის პერანგი – მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


    სიახლეები: 14 კომენტარები: 126    
     
    ინფორმაცია
    ჯგუფ Unknown person -ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
     
     
    ავტორიზაცია
    Username:
    Password:
     
    მაღაზია
    ანონსი
     
    აღჭურვილობა
     
     
     
     
     
     
     © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

     საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ