დამცავი აღჭურვილობა#2 » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ყაზბეგი

                              

მაღაზია  
   
 
 
|
მთავარი ქალაქური კრივი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი თამაშობები უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი გამოკითხვა კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:
GE 41 BG 0000000 187872000 GEL
საათი
ვალუტის კურსი
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ამინდის პროგრნოზი
 
პარტნიორები
 
 
აღჭურვილობა : დამცავი აღჭურვილობა#2
ავტორი: zurab shaverdashvili 17 აგვისტო 2010 ნახვა: 1367

თავსაბურავი


ქართველი მეომარი ბრძოლისას, ჯაჭვის პერანგთან ერთად, იყენებდა სხვადასხვა სახის თავსაბურავსაც. საქართველოში სიტყვა „თავსაბურავი“–ს აღმნიშვნელი რამოდენიმე ტერმინი გამოიყენებოდა, რომელთა განმარტება სულხან–საბას ლექსიკონში მოიპოვება. იგი „თავსაბურავი“–ს ზოგად სახელად ასახელებს „ზუჩ“–ს და მასში აერთიანებს რამოდენიმე სახეობას: „ზუჩნიცა არიან ხუთგვარნი: რომელსა თავზე დასარქმელი რკინა აქვს, რომელსა კვერცხსა სახელსდებენ, და ზარადი წინა და უკანით გრძელად, იგი არს ზუჩი, რომელიმე მუზარადად უხმობენ; არს მსგავსი ზუჩისა თავს დასარქმელი, საცხვირე გრძელი და არა ზარად ვლებული, იგი არს ჩაფხუტი; და არს თხემსა ზედა მცირე პოლოტიკი და ზარადი კისრის კერძოთა და პირსა არარა, იგი არს ჩაჩქანი, და სხვა არს, რომელსა პოლოტიკი არა აქვს, თავ(ს)სახურავი ლიტონი ჯაჭვია, იგი არს ჩაბალახი.“

ხევსურეთში ფართოდ იყო გამოყენებული ჩაჩქანი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ჩაჩქანის ჯამი და ჯამიდან ჩამოშვებული ბადე, რომელსაც ხევსურები ზარადს უწოდებდნენ. ზარადი მთლიანად ფარავდა სახეს და მას სათვალურები ქონდა საიდანაც მებრძოლი იხედებოდა.

ყველა სახის თავსაბურავის ქვეშ მეომარი იხურავდა ნაბდის ქუდს ან ჩაიფენდა „სადებს“ რათა დარტყმის შედეგად თავი არ ტკენოდა (მაგ.: სვანური და თუშური/კახური ქუდი)

დამცავი აღჭურვილობა#2

დამცავი აღჭურვილობა#2

ბაქარ ნათენაძე – თავისი ნახელავი "ჩაბალახით"

დამცავი აღჭურვილობა#2

დამცავი აღჭურვილობა#2
დამცავი აღჭურვილობა#2

ქართული საბრძოლო ხელოვნების სახელოსნოში დამზადებული ჩაჩქანი.

დამცავი აღჭურვილობა#2

ხევსურული ჩაჩქანი "სათვალურებით"

დამცავი აღჭურვილობა#2

მუზარადი + საცხვირე


დამცავი აღჭურვილობა#2

დამცავი აღჭურვილობა#2

ჩაჩქანი

 
თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

სხვა სიახლეები თემაზე:

  • დამცავი აღჭურვილობა #1
  • დამცავი აღჭურვილობა #3
  • არბალეტი და გრძელი მშვილდი
  • ნადირობის ძველ–ქართული ტრა ...
  • ქრისტიანული ქორწინება ნაწ. 1


    • 85
     (ხმები: 6)
    კომეტარები (9)   დაბეჭვდა
     
    9 ავტორი: GORGASLIANI -
    13 დეკემბერი 2010 18:16 ICQ: --




    ჯგუფი: Mtavarsardali
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    ჩაჩქანის და მუზარადის ქვეშ ყოველთვის ტყავის ან თექის ნაჭრეს ათავსებდნენ..


    ---------- მდ ----------
    სიბრძნე! სიმართლე! ძალა!

    სიახლეები: 46 კომენტარები: 95    
     
    8 ავტორი: gurjaaneli -
    3 სექტემბერი 2010 01:06 ICQ: --




    ჯგუფი: Pekhosani
    რეგისტრაცია: 3.09.2010
    mshvenieria, albat coda rgolta diametria didi. msgavsi tavsaburavi ertxel mexura da damaglija cveri loyebze :) tu srulad araa mopirketebuli shignidan nachrit cota mtkivneuli saxmaria :)

    სიახლეები: 0 კომენტარები: 2    
     
    7 ავტორი: zurab shaverdashvili -
    21 აგვისტო 2010 22:35 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    გასაგებია, დიდი მადლობა. smile კიდევ ერთს ვიკითხავ აქვე: "მაკრონი" კავშირშია ლათინურ სიტყვა "მაკრო"–სთან (დიდი)? იქნებ ეს ტომი ისეთი დიდი იყო რომ ლათინური სიტყვა "მაკრო"–სგან წარმოიშვა მათი სახელი?

    სიახლეები: 14 კომენტარები: 126    
     
    6 ავტორი: nikoloz -
    21 აგვისტო 2010 15:22 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 2.06.2010
    ხევსურული ქუდის ორ ნაბადს შორის დგამდნენ ჩაჩქანს. ჩაჩქანიცა და მუზარადიც მთელ საქართველოში იხმარებოდა. მუზარადით ქვეითები იბრძოდნენ, ჩაჩქანით კი - მხედრები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ახლაც შეგიძლიათ ნახოთ იოანე ბატონიშვილის ჩაჩქანი და ჯალალედინის მუზარადი, რომელიც მუზეუმს მრავალძალის ეკლესიიდან გადმოეცა.


    ძველი წინარექართველური ტომები

    მაკრონები - წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში და მის ამოსავლეთით. მაგ., ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადატურებენ აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, პლინიუსი, V საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. ზოგიერთი მათგანი (მაგ., სტრაბონი) თვლის, რომ მაკრონებს ძველი ავტორები ეძახდნენ აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს). სახელწოდება „მაკრონში“ თანამედროვე მკვლევრები ხედავენ დასავლეთ-ქართველთა ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით.


    სიახლეები: 22 კომენტარები: 44    
     
    5 ავტორი: zurab shaverdashvili -
    20 აგვისტო 2010 09:44 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    ციტატა: nikoloz
    ქართველებს (კოლხებს, მოსხებს, ტიბარენებს, მოსინიკებს და მაკრონებს)


    ცოტა თემიდან გადავუხვევ...

    მოსხები და მოსინიკები მე რამდენადაც ვიცი დღევანდელი მესხების წინაპრები არიან, და ტიბარენების და მაკრონების შთამომავლობა ვინ არის? ვინმემ თუ იცით?

    სიახლეები: 14 კომენტარები: 126    
     
    4 ავტორი: nikoloz -
    20 აგვისტო 2010 01:34 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 2.06.2010
    ქართული საბრძოლო თავსაბურავები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მზადდებოდა. ჰეროდოტეს (ძვ.წ. 485-424წწ.) ცნობით ქართველებს (კოლხებს, მოსხებს, ტიბარენებს, მოსინიკებს და მაკრონებს) ხის საბრძოლო ქუდი ეხურათ. ქსენოფონტეს (ძვ.წ. 435-355წწ.) ცნობით მოსინიკებს ტყავის თავსაბურავი ჰქონდათ. ამასვე ადასტურებს სტრაბონი (ძვ. წ. 64 და ახ. წ. 23 წწ.). თრიალეთში კი აღმოჩენილია ძვ. წ. XIII საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი.
    ძველ ქართულ წყაროებში „ქუდი“ ლითონის თავსაბურავს ნიშნავდა. ჩვენში ბოლო ხანებამდე შემორჩა ლითონის შემდეგი თავსაბურავები: ჩაჩქანი, რომლის ჯამს სახის დასაცავად წვრილი ჯაჭვი შემოსდევს, მუზარადი - ის კვერცხის ფორმისაა და საცხვირეზე და გარშემო ჯაჭვი აქვს და სხვ.


    რომელ ეროვნულ ქუდზე იხურავდნენ დასახელებულ საომარ ქუდებს? ჩაჩქანს იხურავდნენ კახურ (თუშურ) ქუდზე. ჩაჩქანზე იარაღის დარტყმის ძალა ნაპირებს გადაეცემა და ამირომ კახურ (თუშურ) ქუდს ნაპირზე ნაბადი ორპირად აქვს ჩაკეცილი დარტყმის ძალის შესასუსტებლად. მუზარადს სვანურ ქუდზე - ფაყვზე - იხურავდნენ.

    სიახლეები: 22 კომენტარები: 44    
     
    3 ავტორი: Zarmaca =) -
    19 აგვისტო 2010 23:07 ICQ: --




    ჯგუფი: Pekhosani
    რეგისტრაცია: 2.07.2010
    [@img http://smiles.ge/generator/vorschau/1.png] boqsi

    სიახლეები: 0 კომენტარები: 1    
     
    2 ავტორი: GORGASLIANI -
    19 აგვისტო 2010 21:49 ICQ: --




    ჯგუფი: Mtavarsardali
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    ფორუმზე საჭურველის განყოფილებაში დავდე ჩემი რამდენიმე ნამუშევარი


    ---------- მდ ----------
    სიბრძნე! სიმართლე! ძალა!

    სიახლეები: 46 კომენტარები: 95    
     
    1 ავტორი: zurab shaverdashvili -
    19 აგვისტო 2010 10:14 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    ბაქარ – დანარჩენი შენი პროდუქტის სურათებიც დადე/გვაჩვენე fellow

    სიახლეები: 14 კომენტარები: 126    
     
    ინფორმაცია
    ჯგუფ Unknown person -ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
     
     
    ავტორიზაცია
    Username:
    Password:
     
    მაღაზია
    ანონსი
     
    აღჭურვილობა
     
     
     
     
     
     
     © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

     საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ