ჩოხა » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ყაზბეგი

                              

მაღაზია  
   
 
 
|
მთავარი ქალაქური კრივი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი თამაშობები უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი გამოკითხვა კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:
GE 41 BG 0000000 187872000 GEL
საათი
ვალუტის კურსი
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ამინდის პროგრნოზი
 
პარტნიორები
 
 
აღჭურვილობა : ჩოხა
ავტორი: ana-no 7 სექტემბერი 2010 ნახვა: 2461

სიტყვა „ჩოხას“ ფონეტიკურად სხვადასხვა ფორმა დასტურდება კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. ჩოხას უწოდებენ როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სხვადასხვა მოსაცმელ სამოსელს, ხშირად – საჩოხე შალის ქსოვილსაც.
ჩოხა კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათ საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი კალთა.

მე–19 საუკუნის დასასრულსა და მე–20 საუკუნის დამდეგისთვის არსებობდა ჩოხის სამი ძირითადი ტიპი: 1. ხევსურული ჩოხა ტალავარი) – მოკლე, უღილკილო სამოსი, შედგენილი ტრაპეციული დეტალებისგან, აზღოტებისგან. ტალავარზე გამოსახული იყო სხვადასხვა ორნამენტული სიმბოლო, მათ შორის ჯვრები.

ჩოხა


2. ქართლ–კახური ჩოხა – ხევსურულ ჩოხაზე გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული სამოსი, რომლესაც მკერდის მიდამოებში სამკუთხა ფორმა ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. ქართლ–კახურ ჩოხას ძირითადად უსარტყლოდ ატარებდნენ; კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განეირდებოდა და ხშირად ზემოთ აკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, ძირითადად შავი, წაბლისფერი და ლურჯი.

ჩოხა


3. ზოგადი კავკასიური ტიპის ჩოხა (რუსულად „ჩერქეზკა“) – ძირითადადისევე იკერებოდა, როგორც ქართლ–კახური, იმ განსხვავებით, რომ ზედატანი მკვიდრად იყო ამოსხმულიდა წელზე მჭიდროდ მორგებული. მკერდის ორივე მხარეს ჰქონდა სამასრეები, მასრების თავზე ზოგჯერ ვერცხლის ძეწკვს აბამდნენ, რომლითაც ავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის, აბზინდიანი ქამარი, რომლიც ვერცხლის დეტალები მდიდრულად იყო შემკული. იკერებოდა როგორც შინაური ქსოვილის, ისე ფაბრიკული მაუდისგან.

ჩოხა


განასხვავებენ მოკლე და გრძელ ჩოხებს. ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), შემდგომ გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული.

ჩოხა

სვანები (გელოვანები)

ჩოხა

იმერელი და მეგრელი დიდებულები

ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე , რომელიც 1810 წელშია გადაღებული, აღბეჭდილია მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ.
ჩოხა


საქართველოში ჩოხა ხმარებიდან ამოვიდა მე–20 საუკუნის 20–იანი წლების შემდეგ..

 
თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

სხვა სიახლეები თემაზე:

  • ხევსურული ტალავარი
  • არშის ციხე
  • ყარაჩოხელები და კინტოები
  • ნადირობის ძველ–ქართული ტრა ...
  • იაკობ გოგებაშვილი ”ბუნების ...


    • 68
     (ხმები: 16)
    კომეტარები (2)   დაბეჭვდა
     
    2 ავტორი: ILIA_ -
    27 დეკემბერი 2011 00:13 ICQ: --




    ჯგუფი: Pekhosani
    რეგისტრაცია: 26.12.2011
    ar chabarebula warsuls da arc chabardeba..!!!

    სიახლეები: 0 კომენტარები: 2    
     
    1 ავტორი: MISHA_DEDANASHVILI -
    19 აგვისტო 2011 01:14 ICQ: --




    ჯგუფი: Ckhenosani
    რეგისტრაცია: 24.04.2010
    შავჩოხიანობის შედეგად ჩატარებულმა რეპრესიებმა გახადეს ქართველებს ჩოხა. ეროვნული ტანისამოსი ისტორიას ჩაბარდა

    სიახლეები: 0 კომენტარები: 46    
     
    ინფორმაცია
    ჯგუფ Unknown person -ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
     
     
    ავტორიზაცია
    Username:
    Password:
     
    მაღაზია
    ანონსი
     
    აღჭურვილობა
     
     
     
     
     
     
     © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

     საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ