ყარაჩოხელები და კინტოები » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ყაზბეგი

                              

მაღაზია  
   
 
 
|
მთავარი ქალაქური კრივი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი თამაშობები უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი გამოკითხვა კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:
GE 41 BG 0000000 187872000 GEL
საათი
ვალუტის კურსი
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ამინდის პროგრნოზი
 
პარტნიორები
 
 
აღჭურვილობა : ყარაჩოხელები და კინტოები
ავტორი: ana-no 7 სექტემბერი 2010 ნახვა: 2107

ყარაჩოხელი (თურქულად „შავჩოხიანი“) წარმოადგენდა ხელოსანს ან წვრილ ვაჭარს ძვ. თბილისში. გამოირჩეოდა რაინდული ბუნებით, სიდარბაისლით, დარდიმანდობით, თავისებური ჩაცმა–დახურვით. ისტორიკოს თამაზ ბერაძის ზრით, ,,ყარაჩოხელს, როგორც ქალაქის სოციალური ფენის წარმომადგენელს, დაახლოებით რვაასი-ცხრაასი წლის ისტორია აქვს. მისი წინაპარია რინდი, ჯევანმარდი. “რინდი” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მოქეიფეს, ზარხოშს. რინდი ეწოდებოდა აგრეთვე აჯანყების მონაწილეს, არსებული წესწყობილების წინააღმდეგ მებრძოლს. “ჯევანმარდიც” სპარსული სიტყვაა. “ჯევან” ახალგაზრდას ნიშნავს, მარდ კაცს, ე.ი. ახალგაზრდა კაცი. ამ სიტყვიდან არის ნაწარმოები ქართული “ჯომარდი”. ჯევანმარდის – ჯომარდის – საპირისპირო სიტყვაა ნემარდ-ნამარდ, რაც არა კაცურ კაცს, მოღალატეს ნიშნავს. ჯომარდსაც და ნამარდსაც მხოლოდ თბილისში გაიგონებდით, ის ქალაქური ტერმინია. თბილისელი ყარაჩოხელი ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ფალავანი, უსამართლობისა და ძალმომრეობის მოძულე, სუსტების, დაჩაგრულებისა და ქვრივ-ობლების ქომაგი იყო.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ყარაჩოხელების გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის რუსეთის დაქვემდებარებაში შესვლის პერიოდის შემდეგ გაჩნდა.
ყარაჩოხელები და კინტოები


ყარაჩოხელი ქალაქის დაბალ ფენას ეკუთვნოდა. ისინი ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელი მუშები და ხელოსნები იყვნენ, რომელთაც სინდისის საკუთარი კოდექსი გააჩნდათ. ეს ყველაფერი ძალიან მოგვაგონებს ევროპაში შუა საუკუნეებში შექმნილ ამქარ-გაერთიანებებს, რომლებშიც ასევე ქალაქის წვრილი ხელოსნები შედიოდნენ, თუმცა, ყარაჩოხელების ცხოვრების წესი მათგან მაინც განსხვავდებოდა.
ყარაჩოხელები პრაქტიკულად კანონგარეშე ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ იმ წესებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც მათი წინამძღოლი, უსტაბაში ამკვიდრებდა. ამ წესებით ყოველ ყარაჩოხელს ევალებოდა:
1. ყოველი ოსტატი ვალდებულია გაჭირვებაში მეორეს დაეხმაროს.
2. ოსტატებმა ერთმანეთს შეგირდები არ უნდა წაართვან.
3. რომელიმე ყარაჩოხელის სიკვდილის შემთხვევაში მისი დამარხვისა და სხვა ხარჯები ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიღოს, რომლებიც ამქარში ირიცხებიან.
4. შეგირდი ოსტატად მთელმა ამქარმა უნდა აკურთხოს.
5. ახალი უსტაბაშის არჩევის დროს ამქრიდან ერთი წევრიც რომ იყოს ამ კანდიდატურის წინააღმდეგი, მას არ აირჩევენ.

ყარაჩოღელს ეცვა შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი, უღილკილებოდ, რომ ახალუხის ნაოჭქვეშ სარტყლის ფოჩი თვალნათლივ გამოჩენილიყო. ყელზე გადაგდებული ჰქონდათ აბრეშუმის სახიანი მერდინი. შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის, გულამოჭრილი პერანგი, ზედ – შავი ატლასის ან ყარამანდული წვრილნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი შალისაგან იკერებოდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ ერთადლიან პუჭპუჭებიან წაღებს. მათი სამკაული იყო, ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში მწვანე ბაღდადი, ”გალიბანდის” ე. წ. ”წიწაკა” ქუდი, წელში ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა…

ყარაჩოხელები და კინტოები


წარმოუდგენელია ძველი თბილისი ყარაჩოხელთა ქეიფებისა და დროსტარების გარეშე. მათ ნახავდით თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში, ორთაჭალისა და კრაწინის ბაღებში, მტკვრის ”ტალღებზე” მოქანავე ტივსა თუ ნავზე.. თასებით ხელში დადიოდნენ..
ისტორიკოს ელენე ბოცვაძის მიხედვით: “ყარაჩოხელები ქეიფის მოყვარული ხალხი იყო, ისინი შრომით მოპოვებულ ფულს არასოდეს ინახავდნენ და უზრუნველად ხარჯავდნენ ღვინოში. თბილისში ლეგენდაც კი არსებობდა ყარაჩოღელი ალექსას შესახებ, რომელმაც ორთაჭალის ბაღში ძალიან დიდი ფული, 100 თუმანი იპოვა და იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა შეენახა, ადგა და მთელი ამქარი ერთი კვირის განმავლობაში აქეიფა. იმ კვირაში თბილისში არც ერთი სახელოსნო აღარ მუშაობდა. ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდა, რადგან ხელოსნები ყველას სჭირდებოდა, ისინი კი გაშლილ სუფრას უსხდნენ და ვართალალოს გაიძახოდნენ“.
ყარაჩოღელის სიტყვა თამამი იყო და გულუბრყვილო. ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე, დარბაისელი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი. მათგან შორს იყო ჩხუბი და აყალმაყალი. შრომაც და ლხინიც დარბაისლური იცოდა. თავის, თუ ძმაკაცის შეყვარებულებს უმღერდნენ, ქვრივ-ობოლზე ზრუნავდნენ, გაჭირვებულს უვლიდნენ, ავადმყოფს ეხმარებოდნენ, ქალაქზე ზრუნავდნენ.
ყარაჩოღლის ხმა – ტკბილი და შთამბეჭდავი. ყარაჩოხელის საყვარელი საკრავები იყო ზურნა, დუდუკი, საზანდარი და ქამანჩა. ყარაჩოხელის მუსიკა — დუდუკია. შრომით დაღლილი დუდუკის დარბაისლურსა და ნაღვლიან კვნესაში ახშობდა სიყვარულის კაეშანს და ცხოვრებისეულ ჭირ-ვარამს.

ყარაჩოხელები და კინტოები



მოქეიფეთა სუფრა არასდროს დამწუხრდებოდა. სახელდახელო სუფრაზე საოცარ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ. მათ მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოში ჩაქსოვილი იყო კაცთმოყვარული, ჰუმანური აზრები, ადამიანის ყოველდღიური, ცხოვრებისეული ფიქრი და ტკივილი. ყოველ სადღეგრძელოს მოჰყვებოდა დუდუკის ტკბილი ჰანგი, რომელიც ღვინისაგან შეზარხოშებულთ, ეშხში შესულებს ცხოვრების სითბოსა და სილამაზეს აგრძნობინებდა.

კინტო თბილისის ქუჩების ერთ–ერთი კოლორიტული ფიგურა იყო, რომელიც განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა–პასუხით და თავისებური ჩაცმა–დახურვით (მაღალსაყელოიანი, საკინძეშემოხსნილი დაწინწკლული ჩითის პერანგი, მოკლე, შავი, ნაოჭიანი ახალუხი, უბეგანიერი მონაოჭებული შარვალი, ზოგჯერ ყელდაკეცილი „დაწყობილი ჩექმები“, ვერცხლის აბზინდიანი სარტყელი, აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცით). თაბახზე გაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს გასაყიდად ქუჩებში თავით დაატარებდა. კინტო თბილისის ყოფას მე–20 საუკუნის 30–იან წლებამდე შემორჩა.

კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა: ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ, ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ. სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს.

აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: “კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”.
ყარაჩოხელები და კინტოები


ზოგი მკვლევარის აზრით, კინტოები ირანში ძირითადად სომხები იყვნენ. ზოგის აზრით, სპარსეთის იმპერია გატენილი იყო ათასი ჯურის და ჯიშის ხალხით, და კინტოს ნაციონალობის იდენტიფიკაცია არ აქვს, უფრო სექტას წარმოადგენდა, რომელთა რიგებს ყველა დეკლასირებული ფენის ხალხი ავსებდა (მათ შორის გადაჯიშებული და დასაჭურისებული ქართველიც).
თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. ისინი “როსტომ მეფემ” (მირზა ხანმა) ჩამოასახლა ქართლის ზნეობრივი გახრწნის მიზნით, რათა ირანს გაადვილებოდა ამ ქვეყნის ინტეგრირება. კინტომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინა, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც.
ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს რომლებიც ხალხს ატყუებენ”.
დავით ორბელიანი წერდა ”რაც თურქებმა ვერ ქნეს იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”.
იაკობ გოგებაშვილი გაზეთ “კვალ”-ში წერდა: ”ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”.

ყარაჩოხელები და კინტოები



ხშირად ხდება ყარაჩოხელები და კინტოების ერთმანეთში არევა ან ერთმანეთთან გაიგივება. ამ ორი, სრულიად განსხვავებული კატეგორიის ხალხის შედარება საუკეთესოდაა მოცემული ი. გრიშაშვილის „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემა“–ში.
ყარაჩოხელი დარბაისელია, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი..
კინტო უკანასკნელი ჯორის მცხოვრებია,- გაქსუებული, დაღლარა, თახსირი, ერთი სიტყვით,კინტო ყარაჩღლის გადაგვარებული მოდგმაა..

ყარახოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა,მხარბეჭიანი ბრგეე..
კინტო თვალმანკიერია, ჩიკორა კაცის შთაბეწდილებას ტოვებს,რომელშიაც ვაჟკაცური ელემნტი ნაკლებადაა,

ყარაჩოხელს აცვია: შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის, გულამოჭრილი პერანგი, ზედ-შავი ატლასის ან ყარამნდული წვრილნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი შალისაგან იკერებოდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი.საშინაოდ იცვამდნენ, ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ წაღებს,
მათი სამკაული იყო, ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში მწვანე ბაღდადი, " გალიბანდის" ქუდი, წელში ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა...

კინტოს აცვია ჩითის პერანგი წინწკლებიანი მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი გვრდზე აქვს მარცხენა მხარეს, საყელოზე ოთხი ღილაკი აკერია,მაგრამ საკინძე ყოველთვის ჩამოხსნილი აქვს, აცვია შავი ნაშურის ახალუხი (რომელსაც იშვიათად ხმარობენ) ლასტიკის შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფალი გაააქვს, თავზე ქეჩის ქუდი ახურავს, ფეხზე უფუსლო ჩუსტები, გულზე სათი ძეწკვით, წელზე აბრეშუმის სარტყელი ან ვიწრო ვერცხლის ქამარი, ქამარში უბრალო ხელსახოცი, ჩოხას სულ არ ხმარობენ...

ყარაჩოხელის ხმა--ტკბილი და შთამბეჭდავი..
კინტოს ხმა-ხრინწმოკიდებული და ხმელი..

ყარაჩოხელის მიხვრა მოხვრა მტკიცეა..
კინტოსი-ოკრობოკრო..

ყარაჩოხელი -თვით ქმნის სიტყვის შედვრებს..
კინტო -ამ სიტყვებს ამახინჯებს..

ყარაჩოხლის მუსიკა - დუდუკია,
კინტოსი - არღანი..

ყარაჩოხელი მღეროდა:
"გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,
მიზეზისა სხვისა და სხვისა"

კინტო მღერის:
"არღანჩიკ დაუკარ,
ფაიტონჩიკ გარეკე"

 
თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

სხვა სიახლეები თემაზე:

  • კრივი
  • დიმიტრი უზნაძე ”ფსიქოლოგიი ...
  • ქრისტიანული ქორწინება ნაწ. 3
  • ამბავი ბიტურათ აბასი
  • იაკობ გოგებაშვილი- გურია


    • 68
     (ხმები: 15)
    კომეტარები (5)   დაბეჭვდა
     
    5 ავტორი: MSHVILDOSANI -
    4 ოქტომბერი 2010 15:27 ICQ: --




    ჯგუფი: Pekhosani
    რეგისტრაცია: 16.09.2010
    tbilisuri mushtikrivis mtavari monatcile da motaveebic xom yarachogelebi iyvne!! .. rogorc chans krivi tbilishi upro masiuri da popularuli iyo vidre saqartvelos sxva qalaqebshi da provinciebshi. qalaqi (yvela mamakaci visac dzalis gamocda da krivshi tavis gamochena undoda) or natcilad gaiyopoda , gayopa dziritadad ubnebis mixedvit xdeboda, da itcyeboda mushtikrivi. am sanaxaobas moqalaqeebi siamovnebit adevnebdnen tvalyurs da gamorcheuli mokriveebic saxalxo motconebasa da pativiscemasac imsaxurebdnen...

    სიახლეები: 0 კომენტარები: 18    
     
    4 ავტორი: zurab maxaradze -
    11 სექტემბერი 2010 11:45 ICQ: --




    ჯგუფი: Sardali
    რეგისტრაცია: 22.04.2010
    kintoebis agcerilobaze ar ikaifet ? laughing

    სიახლეები: 9 კომენტარები: 68    
     
    3 ავტორი: zurab shaverdashvili -
    10 სექტემბერი 2010 13:23 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 19.03.2010
    "ვერელმა გიჟუამ" რომ 25 კაცი ცემა – ეგ ბევრმა არ იცის მგონი.

    p.s. პირველ სურათზე შუაში თუ არ ვცდები ვერელი გიჟუა ჩანს.

    სიახლეები: 14 კომენტარები: 126    
     
    2 ავტორი: bebera -
    10 სექტემბერი 2010 00:16 ICQ: --




    ჯგუფი: Pekhosani
    რეგისტრაცია: 27.05.2010
    xo, matalia, yvelastvis yarachogelebi kai mchamelebi da kai msmelebi arian sxva ki cotas ainteresebs.

    სიახლეები: 0 კომენტარები: 2    
     
    1 ავტორი: nikoloz -
    8 სექტემბერი 2010 18:15 ICQ: --




    ჯგუფი: Medroshe
    რეგისტრაცია: 2.06.2010
    კარგი სტატიაა :) მგონია ყარაჩოხელებს ყველაფერი კარგი ჰქონდათ მხოლოდ ღვინის სიყვარული ცოტათი ზედმეტი :). დღევანდელ რეალობაში თბილისელებმა და საერთოდ ქართველებმა ყარაჩოხელებისგან მხოლოდ ღვინის სიყვარული გადმოიღეს :))) კინტოები კი როგორც ადრე იყვნენ ეხლაც მრავლად არიან ჩვენდა საუბედუროდ.

    სიახლეები: 22 კომენტარები: 44    
     
    ინფორმაცია
    ჯგუფ Unknown person -ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
     
     
    ავტორიზაცია
    Username:
    Password:
     
    მაღაზია
    ანონსი
     
    აღჭურვილობა
     
     
     
     
     
     
     © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

     საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ