რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქართლის ცხოვრების ავტორი ლეონტი მროველი ქალაქ რუსთავის მშნებლობას ქართველთა წინაპრის. ქართლოსის ცოლს მიაწერს: "ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აქ ჰქვიან რუსთავი". მანვე სიკვდილის შემდეგ მამული გაუნაწილა შვილებს: მცხეთოსს. გარდაბოსს, კუხოსს, გაჩიოსს. კუხოსს კი წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის თანახმად რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა. არსებობს ლეონტი მროველის მეორე ცნობაც, რომ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაქრობისას დახვედრია ქალაქები: დიდი მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე, სარკინე, რუსთავი და სხვა. ამიტომ ძვ. წ. IV საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქია...