წესები:
ჭიდაობის მიმდინარეობა
1. ჭიდაობა იწყება და მთავრდება საბრძოლო მისალმებით
(გულზე ხელის მიდება და თავის დაკვრა)
2. ჭიდაობა მიმდინარეობს დგომში ფეხშიშველა და
წელზე სპეციალური სარტყელით(სქელი ქამარი)
3. ჭიდაობას მართავს მსაჯთა კოლეგია
4. ჭიდაობას ასპარეზზე უძღვება მსაჯი, მთავარი მსაჯი (ზის ტატამთან ახლოს),
და 2 დამხმარე მსაჯი (ერთი დროს აკონტროლებს, მეორე ეხმარება მთავარ მსაჯს),
შეიძლება დამხმარე მსაჯი იყოს 3-იც საჭიროების მიხედვით
5. ჭიდაობა იწყება ბრძანებაზე `ჰკა~
6. ჭიდაობა ჩერდება ბრძანებაზე `სდექ~
7. წაგებული მოჭიდავე აღარ აგრძელებს ჭიდაობას პირველი
ადგილისთვის, თუ მსაჯთა კოლეგიამ არ მიიღო სხვა გადაწყვეტილება
დაშვება
1. დასაშვებია ყველა ილეთი რაც აკრძალული არაა
2. დასაშვებია თავით, ტანით, ფეხით, ხელით მიწოლა (ხელის გულით)
3. დასაშვებია შეტევები წელის, თავის, კისრის, კიდურების არეში
4. დასაშვებია მტკივნეული ჩავლება გარდა თავის, კისრის,
თითების, და საზარდულისა
5. ფეხის ყველანაირი გამოდებები, ჩახვევები, სარმები, ამოსმები, კაურები, აყვანები.
აკრძალულია
1. ტეხვები და ყველანაირი ილეთი ტეხვით შესრულებული
2. ილეთები თითების მიჭერით საზარდულში, ყელში, თვალებში
3. ყველანაირი დარტყმები
4. აკრძალულია ფეხის დარტყმები
ჭიდაობის ხანგრძლივობა
1. ჭიდაობის ხანგრძლივობა 2 წთ
2. თუ 2 წთ არ გამოვლინდა გამარჯვებული, მაშინ 1 დამატებითი წუთი
3. თუ კიდევ არ გამოვლინდა გამარჯვებული, მაშინ პირველის ქულის აღებამდე
ქულების მინიჭება
1. გაფრთხილება 1 ქულა მოწინააღდეგეს
2. აკრძალული ილეთის გამოყენება 1 ქულა მოწინააღმდეგეს
3. მოწინააღმდეგის გაყვანა ტატამს გარეთ 1 ქულა
4. წაქცევა უსუფთაო გდებით 2 ქულა
5. 3 კიდურით შეხება მიწაზე 2ქულა
6. გდება სუფთად შესრულებული 4 ქულა
შედეგი:
მომავალ თაობაში ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია და მათი ჩაბმა საქმიანობაში, საბრძოლო ტრადიციების შენახვა-პატივისცემა, მხედრული სულისკვეთების აღორძინება, თანამედროვეობაში ქართული საბრძოლო ხელოვნებისთვის შესაფერისი ადგილის დამკვიდრება
შენიშვნა
შეჯიბრების დროს ყველა მონაწილე თავის გულშემატკივრებიანად ვალდებულია აჩვენოს, რომ ისინი ქართული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლები არიან, რაც გამოიხატება მოწესრიგებულობასა და საერთო წერსიგში, პატიოსნებაში, სამართლიანობაში, ერთმანეთისადმი ძმურ დამოკიდებულებაში.