თეატრი » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ყაზბეგი

                              

მაღაზია  
   
 
 
|
მთავარი ქალაქური კრივი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი თამაშობები უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი გამოკითხვა კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:
GE 41 BG 0000000 187872000 GEL
საათი
ვალუტის კურსი
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ამინდის პროგრნოზი
 
პარტნიორები
 
 

თეატრი
ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი


ართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის შექმნა განაპირობა იმან, რომ მოძიებული ინფორმაცია და არამარტო ილეთები, არამედ საბრძოლო ხასიათის როკვები, საბრძოლო ვარჯიშები, ქართული სეფურები, გაეცნო საზოგადოებას და მხოლოდ შეჯიბრებებზე გაკეთებული საჩვენებლებით არ შემოფარგლულიყო. თეატრის ფორმატი იძლევა იმის საშუალებას რომ საზოგადოება გაეცნოს მეომრულ ხელოვნებას, მის დინამიკას და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს.

ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი ოდნავ ჩამორჩება ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლის ჩამოყალიბებას საქართველოში. მისი შექმნა განაპირობა იმ მრავალფეროვანმა მასალამ, რომელიც ქართული საბრძოლო ხელოვნების ირგვლივ არსებობს და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, ქორეოგრაფიას, მოძრაობას, ხასიათს და კულტურას ასახავს. თეატრის შექმნის იდეა ასევე განაპირობა იმ კულტურულმა მემკვიდრეობამ, რომელიც ვერ ეტევა მხოლოდ სპორტის, ქორეოგრაფიის ან სიმღერის ფორმატში. ისტორიულად საბრძოლო ხელოვნებამ გამოძახილი პოვა ქართული კულტურის აბსოლუტურად ყველა სფეროში, ქართულ სიმღერაში, საბრძოლო სიმღერებში ბრძოლის წინ და ბრძოლის შემდგომ, გმირობის ამსახველ ან საბრძოლო მოწოდებისთვის შექმნილ სიმღერებში, ქართულ ქორეოგრაფიაში - საბრძოლო ხასიათის ცეკვების ან ბრძოლის იმიტაციის შინაარსის მქონე ცეკვების სახით. ქართულ ხატწერაში - ბოროტისა და კეთილის ბრძოლის ასახვის სახით. და მიზეზი ყოველივე ამისა არის ის, რომ მოძრაობა, ცეკვა, ბგერა, სიმღერა, რომელიც შემოქმედებად გარდაისახება რომელიმე კულტურაში, იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების შედეგი არის. ქართული კულტურა და ბრძოლის ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა ტრადიცია, სიმღერა თუ ცეკვა, იმ მებრძოლი ქართველების ცხოვრების შედეგი არის, რომლებიც არ ზოგავდნენ თავის სიცოცხლეს ქვეყნის და ოჯახის დასაცავად. მრავალრიცხოვანი ექსპედიციების შედეგად, რომლებიც კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" მიერ იქნა ჩატარებული დაგროვდა მრავალრიცხოვანი მასალა, რომლის მაყურებელთან მიტანის საუკეთესო საშუალებად თეატრის ფორმატი აღმოჩნდა. თეატრი იყო მცდელობა პროფესიონალურ დონემდე აყვანისა იმ მრავალირცხოვანი საჩვენებლებისა, რომლებიც ქართული საბრძოლო ხელოვნების გაცნობასა და პოპულარიზაციას ემსახურებოდა. გარდა ამისა თეატრის არსებობას აქვს თავისი ეთნოგრაფიული და თეორიული მოტივაცია, რომელიც თეატრის ისტორიის თეორიის არსებობის საფუძვლად იქცა სქართველოში. ამის დამადასტურებლად თუნდაც ხანჯართაზე თამაშობა არის საკმარისი, რომელიც მებრძოლების საბრძოლო მოძრაობების, საბრძოლო როკვების, საბრძოლო ხასიათის მუსიკისა და საბრძოლო ფერხულის ერთობლიობა არის, ანუ ხანჯართაზე თამაშობა არის ის ქართული საბრძოლო ტრადიცია თეატრალური საწყისებით, რომელიც ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის საწყისად იქცა. ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის შესავლები ბევრად მეტია, ვიდრე თეატრის ჩამოყალიბება, მაგრამ რეჟისორი ბატონი გიორგი წიწრიაშვილის მოსაზრებით ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი შედგა ლაიფციგში, ლოფტის თანამედროვე ხელოვნების თეატრში, სადაც თეატრმა წარადგინა 40 წუთიანი სპექტაკლი - "იყო დრო". და რომელიც სრული ანშლაგით წარიმართა გერმანელი მაყურებლის წინაშე.

ქართული საბრძოლო ხელოვნება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

ქართული საბრძოლო ხელოვნება ისწავლება შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რეპეტიციები მიმდინარეობს დრამის ფაკულტეტის სამსახიობო III კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც ქართულ საბრძოლო ხელოვნებას შეისწავლიან, როგორც სასცენო მოძრაობის შემადგენელ ნაწილს.

ქართულ საბრძოლო ხელოვნებას თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლის კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" დამფუძნებელი და ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი წიწრიაშვილი

თეატრალურის სასცენო მოძრაობის ფაკულტეტი:



"ქართული საბრძოლო ხელოვნების" თეატრის პროექტები:


ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი

ართული ცეკვა თავის არსებობას ქართველების ყოფის დასაბამიდან ითვლის. ხელოვნება ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატულება არის. ადამიანის მოძრაობა მისი გრძნობათა ბუნების გამოხათვის ერთ-ერთი საშუალება არის. ქართველები თავიანთ ბუნებას, ქართულ ხასიათს ქართული ცეკვის მეშვეობით გამოხატავდნენ ისტორიულად ...


 

     

რაჭული ოპერაში. 18.05.2009

 

ხანჯლებით ცეკვა. ქ.ალანია, თურქეთი

     

"თბილისური სატრფიალო" ქ.ალანია. თურქეთი

 

ცეკვა "მთიულური". კონცერტი ლაგუნა ვერეზე. თბილისი

 
 
ავტორიზაცია
Username:
Password:
 
მაღაზია
ანონსი
 
აღჭურვილობა
 
 
 
 
 
 
 © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

 საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ