უსტარი » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ყაზბეგი

                              

მაღაზია  
   
 
 
|
მთავარი ქალაქური კრივი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი თამაშობები უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი გამოკითხვა კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:
GE 41 BG 0000000 187872000 GEL
საათი
ვალუტის კურსი
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ამინდის პროგრნოზი
 
პარტნიორები
 
 
უსტარი : შავფაროსანი
28 იანვარი 2012

შავფაროსანი

შემართული ვარ როგორც ავაზა
სწრაფი და ლაღი როგორც ფრთოსანი,
ჩემი რწმენაა ჩემი სამშობლო,
სახელი ჩემი - შავფაროსანი.
მამულო, შენთვის ზღვა სისხლი ვღვარე -
გაბრწყინებამდე მაინც შორია,
საუკუნეთა ორომტრიალში
სატევრით ვწერდი შენს ისტორიას..
სასტიკი ვიყავ ვით ბედისწერა,
ერთი სიცოცხლის ათზე გამცვლელი,
მომხვდური იყო ჩემი სამიზნე,
ქართული ღამე - ჩემი დამცველი.
დღეს ჟანგს ვაცილებთ ბებერ იარაღს,
ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვდგებით,
ხმალთა კვეთაზე, ფართა ჟღრიალზე
ალბათ ტოკავენ წინაპრის ძვლები.
მეომარი ვარ შენი ერთგული,
შენი ტაძარის სტიქაროსანი,
შენი ციხე ვარ, შენი გოდოლი
სახელი ჩემი - შავფაროსანი!

ავტორი - კობა ქოქოსაძე

  • 0
კომენტარები (2)  სრულიად ნახვა
უსტარი : სერგი მაკალათია ”თუშეთი”
10 იანვარი 2012

სერგი მაკალათია ”თუშეთი” 1930 წ.


იმამ შამილის მიერ გამოგზავნილი 10 000 ჯარი ალდამის წინამძროლობით თავს დაესხა დაღესტნის მოსაზღვრე სოფელ დიკლოს.

სერგი მაკალათია ”თუშეთი”

თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ ხანებში შამილი თუშეთთან მეგობრული ურთიერთობის დამოკიდებულების დამყარებას ცდილობდა და ამ მიზნით თუშებთან კაბუჭის მთაზე დიპლომატიურ მოლაპარაკებასაც თურმე აწარმოებდა. მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ მომხდარა. მაშინ შამილს თუშეთის დასარბევად გაუგზავნია ხათილ მუხამა, რომელიც თავისი ლაშქრით ხისოს ლაცას მთაზე დაბანაკებულა. აქედან ხაილ მუხამას რაზმის ერთი ნაწილი სოფ. ხისოსკენ გაუგზავნია, მეორე კი ქუმელაურთაში. ამ ორ სოფელს მიშველებია პირიქითისა და გომეწრის თემის სოფლები, მტერზე იერიში მიუტანია და დამარცხებული ხათილ მუხამა დიდის ზარალით უკანვე გაბრუნებულა.

  • 85
კომენტარები (4)  სრულიად ნახვა
უსტარი : გაზეთი ვერსია
27 ოქტომბერი 2011

გაზეთი ვერსია

საზოგადოებას კარგად ახსოვს მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომლის დროსაც ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ 18 წლის წევრი, გიორგი ლალიაშვილი მოკლეს. ტრაგედია ბათუმის ბულვაერში ღამით მოხდა. მოზარდს დანა გულში დაარტყეს, ხოლო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მაშინ თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ექვს ბათუმელ ბიჭს ლალიაშვილთან და მასთან ერთად მყოფ სამ პირთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი ლალიაშვილს დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა. ბიჭი სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული, 23 წლის ლევან ნინუა დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მვლელობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას, ვადით 7-დან 15 წლამდე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. სულ რამდენიმე დღის წინ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით პირველი მოსამზადებელი სხდომა გამართა. ოჯახს, მეგობრებსა და რიგით გულშემატკივრებს სჯერათ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და დამნაშავე უმაღლესი სასჯელით დაისჯება. „ვერსია“ „ქართული საბრძლო ხელოვნების“ დამფუძნებელს, ლაშა კოპახიძეს ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ყურადღება გაამახვილა მკვლელობასთან დაკავშირებულ საზოგადოებისთვის სხვა უცნობ დეტალებზე და გიორგი ლალიაშვილის ცხოვრების შესახებ.

  • 85
კომენტარები (1)  სრულიად ნახვა
უსტარი : იგავნი სოლომონისა (ფრაგმენტები)
26 ოქტომბერი 2011

იგავნი სოლომონისა (ფრაგმენტები)


• იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
• სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად, ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად, ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად, გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა, რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.

  • 0
კომენტარები (0)  სრულიად ნახვა
უსტარი : ფირალი ( სიტყვის განმარტება და ფირალები)
18 ოქტომბერი 2011

ფირალი
( სიტყვის განმარტება და ფირალები)

ფირალი ( სიტყვის განმარტება და ფირალები)



  • 85
კომენტარები (2)  სრულიად ნახვა
უსტარი : წმინდა გრაალის თასი
26 სექტემბერი 2011

წმინდა გრაალის თასი


წმინდა გრაალი, რომელსაც, გადმოცემის მიხედვით, თან ახლდა არნახული ძლიერება, დღემდე ბურუსითაა მოცული. ჯერაც აუხსნელია, თუ რა არის იგი სინამდვილეში.

  • 68
კომენტარები (0)  სრულიად ნახვა
უსტარი : ლეკიანობა მე-18 საუკუნის საქართველოში ( მჭადისჯვრისა და ყვარლის ბრძოლები )
16 სექტემბერი 2011

ლეკიანობა


ლეკიანობა მე-18 საუკუნის საქართველოში  ( მჭადისჯვრისა და ყვარლის ბრძოლები )

  • 85
კომენტარები (0)  სრულიად ნახვა
უსტარი : ქაქუცა ჩოლოყაშვილი
13 სექტემბერი 2011

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

„როცა 1921 წელს საქართველოს დიდი კატასტროფა ეწვია, როდესაც საქართველოს მთავრობა იძულებული იყო თავისი ტერიტორია დაეტოვებინა, როდესაც დაშლილი იქნა ქართული ჯარი და დამფუძნებელი კრება გარეკილი, როდესაც დევნილი იქნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო ეროვნული და საზოგადოებრივი დაწესებულებანი – მოსპობილი, როდესაც მტერმა აღკვეთა საზოგადოებრივი ცხოვრება, საზოგადოებრივი აზრის გამოთქმის უფლება სავსებით აკრძალა – ჯერი მიდგა პიროვნებაზედ, რომელიც ასეთ მძიმე პირობებში არის მისწრაფებასა და მის იდეალს საჯარო მოქმედებებით გამოხატავდა. ეს მისწრაფება არის საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს პირი იყო ქაიოსრო ჩოლოყაშვილი“ – ეს ცნობილი ქარველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, შალვა ამირეჯიბის სიტყვებია, წარმოთქმული ქაქუცას დაკრძალვაზე პარიზის მახლობლად, სენტ–უანის სასაფლაოზე, 1930 წელს.

  • 85
კომენტარები (1)  სრულიად ნახვა
უსტარი : ჟურნალი თბილისელები
13 სექტემბერი 2011

ჯურნალი თბილისელები ”შავფაროსნების” შესახებ



ჟურნალი თბილისელები

ის მონაპოვარი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის, მოწყობილი ექსპედიციის დამსახურებაა, ჩვენ მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო, დავდიოდით ოჯახ-ოჯახ, რომ შეგვეგროვებინა როგორც ინფორმაცია, ფოტოები და სხვა, ასევე გვენახა თავად იარაღი. დადიოდნენ ჩვენი მასწავლებლები, ჩვენც... სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ამ განძისა გაყიდულია, ძირითადად უხცხოელებზე, კერძო კოლექციონერებზე, ტურისტებზე, მოგზაურებზე…იმიტომ, რომ უცხოელებმა კარგად იციან ამ იარაღების ფასი და საკმაოდ დიდ თანხასაც იხდიან. ძალიან დიდი ოდენობით იარაღი არის გაზიდული ევროპაში, რუსეთში, აზიაში...

  • 68
კომენტარები (3)  სრულიად ნახვა
უსტარი : დიმიტრი უზნაძე: “ქართველები”
19 აგვისტო 2011

დიმიტრი უზნაძე: “ქართველები”



დიმიტრი უზნაძე: “ქართველები”

ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა…

  • 68
კომენტარები (3)  სრულიად ნახვა
 
ავტორიზაცია
Username:
Password:
 
მაღაზია
ანონსი
 
აღჭურვილობა
 
 
 
 
 
 
 © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

 საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ